LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ

94

ბათუმში ოჯახის წევრები 13 წლის გოგონას ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, გოგონა სახლიდან გუშინ 12:00 საათზე გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, გოგონას გაუჩინარების შესახებ  შეტყობინება პოლიციაში დღეს დილით შევიდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები