LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 15 წლის გოგოს ეძებენ

84

უკვე ოთხი დღეა ბათუმში, 15 წლის გოგოს ეძებენ. მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლე სახლიდან 20 აპრილს გავიდა, სკოლაში არ მისულა და მას შემდეგ ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

გოგონას დედა მომხდარს მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა საეჭვო ჯგუფებში გაწევრიანებას უკავშირებს.

“იმ ბავშვებიდან ყველას მძიმე როკი უყვარს. ღრმად არიან მუსიკაში ჩართულები“, – განაცხადა მოზარდის დედამ „რუსთავი 2“-თან და აღნიშნა, რომ მის შვილს თან ტელეფონი აქვს, რომელიც ამ დრომდე არ ჩაურთავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 21 აპრილიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც პოლიციაში განცხადება შევიდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ის პირი ვისთან ერთადაც არასრუწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები