LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 200 მლნ–იანი ახალი ინვესტიცია ხორციელდება

314

“ორბი ჯგუფი” ბათუმში სულ მცირე 200 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

როგორც “ფორტუნას” აჭარის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში, „ორბი ჯგუფი“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს, საკონფერენციო/ საგამოფენო დარბაზის, ბავშვთა გასართობი ცენტრის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, სპა-ცენტრი, რეკრეაციული ზონის, ღია სპორტული მოედნის, საცურაო აუზის, კაფეების, რესტორნების, მაღაზიების, პარკინგის, სხვა ფუნქციური დანიშნულების კომერციული ფართების მშენებლობას უზრუნველყოფს.

ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ასევე, ქვეითად მოსიარულეთათვის გადასასვლელ ხიდს ააშენებს, რაშიც 1 500 000 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შპს „ორბი ჯგუფი“, არანაკლებ 10 მეტრი სიგანის საავტომობილო გზის (ტროტუარების ჩათვლით) მშენებლობას და საავტომობილო გზის გარე განათებით აღჭურვას უზრუნველყოფს, რომელიც გმირთა ხეივანს დავით ხახუტაიშვილის ქუჩასთან დააკავშირებს.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები