LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 22 წლის ახალგაზრდამ 4 პირი დაჭრა

114

4 ადამიანი დაჭრეს ბათუმში – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული ერთი მოქალაქეა დაკავებული. მან დაზარალებულებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, კონფლიქტის მიზეზი კი, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები