LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

42

ბათუმში 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმებმა განაცხადეს, ბავშვს დაჟეჟილობები აღენიშნება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში  აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები