LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 60 წლის ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა

99

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლის ქალი ემსხვერპლა. ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა დღეს, თამარის დასახლებაში, ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ და ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

დაღუპული შპს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, იგი ავარიის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები