LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია

108

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე გაზის სავარაუდო გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. პორტალ „ბათუმელების“ ინფორმაციით,  დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც ხელები აქვს დამწვარი და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსის ჰუსეინ სირაბიძის თქმით,  დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე სამი ბინა. ადგილზე გასულია „სოკარის“ საავარიო ჯგუფი.

„სოკარის“ ინფორმაციით, ახლომახლო ტერიტორიაზე გაზი ამჟამად გათიშულია და ხვალ დილიდან აღდგება მიწოდება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქში 29 მარტიდან გათიშული იყო ბუნებრივი აირის მიწოდება. გაზი ბათუმში დღეს ჩაირთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები