LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აფეთქების შედეგად ორი მცირეწლოვანი დაშავდა

106

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაშავებული 5  ადამიანი,  მათ შორის ორი მცირეწლოვანი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქების შედეგად მრავალსართულინი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად დანგრეულია. თვითმხილველების თქმით,  დანგრეულია კედლები, ჭერი და დაზიანებულია იატაკი. ასევე ჩამსხვრეულია კორპუსის მინები.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები