LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა – 28 წლის კაცს სხეულის 90% აქვს დამწვარი

48

ბათუმში აფეთქებისას დაშავებული 28 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის, თითქმის, 90% აქვს დამწვარი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი დაშავებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხუთამდე მოქალაქეს გაუწია დახმარება, ამბოლატორიული მომსახურება ერთ მეხანძრეს დასჭირდა, რომელმაც ხანძრის ლოკალიზებისას კვამლი ჩაყლაპა.

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით კი, სამი ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები