LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აღმოჩენილი ქვევრი, რომელიც მუშებმა დააზიანეს, სავარაუდოდ, მე-11-12 საუკუნით თარიღდება

39

ბათუმში აღმოჩენილი ქვევრი, რომელიც მუშებმა დააზიანეს, სავარაუდოდ, მე-11-12 საუკუნით თარიღდება.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, აღმოჩენილი ქვევრი, სავარაუდოდ, მე-11-12 საუკუნით თარიღდება.

ამის შესახებ არქეოლოგმა ამირან კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული ქვევრი ბათუმის ისტორიის უძველეს ეტაპს ასახავს.

„ეს არის ბარბაროსობა. ჩვენ შევეცდებით, როგორც შესაძლებელია, აღვადგინოთ. ქვევრი შესაძლებელია, მე-11 საუკუნისაც იყოს. ასეთ დროს ჩვენი სპეციალისტებისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ სამუშაოებს იწყებდნენ. ადრე ამას კანონიც მოითხოვდა,“ – ამბობს პროფესორი ამირან კახიძე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და კომპანია “ფაიფერ და გზის” წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის სამუშაოები შეჩერებულია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ ჯერ ქვით დაამტვრია, შემდეგ კი ექსკავატორით.

 

 

პოპულალურები