LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი 500 ადამიანს დაასაქმებს

195

ბათუმში, ახალ ბულვარში სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი ფორუმი“ გაიხსნა.

„მეტრო სითი ფორუმი“ „მეტრო სითის“ კომპლექსშია განთავსებული, რომელიც 5 ვარსკვლავიან სასტუმროს “ეიფორია ბათუმს”, კაზინოს „XO“, 473 აპარტამენტს, კომერციულ ფართებს, 2000 კვ.მ ტერიტორიაზე მოწყობილ მარკეტს და 310 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს აერთიანებს.

რაც შეეხება თავად სავაჭრო ცენტრს, ის ორსართულიან შენობაში განთავსდა და მასში სხვადასხვა ცნობილი ბრენდი დაიწყებს ფუნქციონირებას. სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 500 ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები