LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალმა სასტუმრომ 90 ადამიანი დაასაქმა

58

აჭარის რეგიონს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა, რომელიც ბათუმში, გმირთა ხეივანში გაიხსნა. სასტუმროს Sky Tower ჰქვია და მასში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 22 სართულიანი სასტუმრო Sky Tower მრავალფუნქციურია. ის 101 ნომერს მოიცავს. მასში განთავსებულია: საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, სპა, ფიტნეს ცენტრი, ღამის კლუბი და სხვა ობიექტები.
ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობის პროცესში 200 ადამიანი მუშაობდა. შენობის რეკონსტრუქცია 2016 წლის ზამთარში დაიწყო და წელს დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები