LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ავარიისას ფეხმძიმე ქალი დაშავდა

25

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ფეხმძიმე ქალი დაშავდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თბილისის მოედანთან, ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ფეხმძიმე ქალი ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს მართავდა.

„სავარაუდოდ საჭესთან დაშავებული იჯდა. ფეხმძიმე ქალბატონი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავიყვანეთ, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე  ბადრი პაქსაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები