LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტურისტი დაშავდა

48

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტურისტი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 70 წლის ქალბატონს გრიბოედოვის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას მოტეხილობა აღენიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები