LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ავტოსაზგაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

42

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ტრანსპორტის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები