LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ჩინურ-ქართული ავტოსაწარმოს გახსნა განიხილება

83

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სიანიანში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სიანიანის ავტომწარმოებელ ქარხანას ეწვივნენ და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დაიწყო მოლაპარაკებები რეგიონში ისეთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტის განხორციელების შესახებ, როგორიცაა ბათუმში ჩინურ-ქართული ერთობლივი ავტოსაწარმოს გახსნა.

აჭარის მთავრობსი ინფორმაციით, აჭარის მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოხატავს ხელი შეუწყოს ქართულ-ჩინური კონსორციუმის წარმატებულ საქმიანობას აჭარის რეგიონში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აჭარაში აქტიურად გრძელდება როგორც საქალაქო, ასევე ურბანული ტრანსპორტის განვითარებისა და ავტოპარკის განახლების პროცესი. ზემოხსენებული ქართულ-ჩინური პროექტი კი დიდ წვლილს შეიტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი რეგიონების სატრანსპორტო სფეროს განვითარებაში.

ჩინეთის მხრიდან შეხვედრას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იე ლიზანგი, მისი მოადგილე კანგ ლეი, ქალაქ სიანიანის მერის მოადგილე ზანგ სიაოფანი და ქალაქის საგარეო და საზღვარგარეთის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები