LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაგეგმილ MAROON 5-ის კონცერტისთვის 30 000-მდე ბილეთი გაიყიდა

41

ბათუმში დაგეგმილ MAROON 5-ის კონცერტისთვის 30 000-მდე ბილეთი გაიყიდა. როგორც კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კონცერტისთვის ბათუმში და მის შემოგარენში თითქმის ყველა სასტუმრო დაკავებულია. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ეს კონცერტიც თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ უწყობს ხელს ასეთი პროექტები ადგილობრივი მეწარმეობის და ბიზნესის განვითარებას.
„ კონცერტისთვის გადაჭედილია როგორც დიდი სასტუმროები, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები. ეს ხდება არა მარტო ბათუმში, არამედ კვარიათში, გონიოში, ქობულეთში. ამდენი ადამიანის ჩასვლა აისახება რეგიონის შემოსავალზე“, – განაცხადა გიორგაძემ.
Maroon 5 -ის კონცერტი ბათუმში 7 ივნისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები