LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაკავებულების დედები აქციებით იმუქრებიან

93

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულების დედები აქციებს აანონებენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სხდომის დაწყებამდნენ შეიკრიბნენ და განცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი შვილები პატიმრობაში დარჩებიან, ფართომასშტაბიანი აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

დაკავებულთა დედების თქმით, მათი შვილები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენიათ.

“ყველა დედას ბათუმში ვთხოვთ, დაგვიდგნენ გვერდით, რათა ჩვენი შვილები დავიცვათ. ასეთი რა დააშავა ჩემმა შვილმა?! ვიშიმშილებთ! არ მყავს შვილი ისე გაზრდილი, რომ გისოსებს მიღმა მყავდეს. მითხრეს, რომ თქვენმა შვილმა ქვა ისროლა, თუმცა არ მანახეს ფირი. მანქანებს რომ წვავდა და ანადგურებდა, ის ყველა გარეთ ჰყავთ”, – აცხადებს შოთა გორგაძის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები