LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

43

გვიან ღამით, ბათუმში ღამის კლუბ ,არენაში“  მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები, თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ერთი ადამიანი  ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, სამი პირი კი მძიმე მდგომარეობაში იყო.

ხანძრის შედეგად, ერთი ქალი გარდაიცვალა, ორი ქალი და ერთი მამაკაცი კი სხეულის მძიმე დამწვრობებით მოათავსეს საავადმყოფოში.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული პირები, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული პირების მკურნალობის ხარჯებს, სახელმწიფო დაზღვევა აანაზღაურებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები