LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში გუშინ დაჭრილი 4 მამაკაციდან ერთს ოპერაცია უტარდება

38

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გვიან ღამით დაჭრილი 4 ახალგაზრდიდან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, ორი მათგანი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება, ერთი კი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პაციენტებს ჭრილობები ბასრი საგნით მუცლისა და ბარძაყის მიდამოებში აღენიშნება. ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 22 წლის მამაკაცია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები