LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ჯართს ავაზა გადაამუშავებს

199

“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს “ავაზა” შეემატა, რომელიც პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრებისა და ჯართის გადამუშავებას შეძლებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (AA) თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება გარემოს დაცვის კუთხით ითანამშრომლოს შესაბამის ევროსტრუქტურებთან, რომლის შესრულებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მყარი ნარჩენების გადამუშავებას. მათივე ცნობით, სწორედ, ხსენებული პროექტის საშუალებით ქ. ბათუმში, წერეთლის ქუჩა #4-ში გაიხსნება პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრების და ჯართის წინასწარი დამუშავების საწარმო, რომელიც თავდაპირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. საწარმო 2018 წლის იანვარში გაიხსნება.

შპს „ავაზა” პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 396 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები