LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

66

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925 –  ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით სასტუმროდან ევაკუაცია დასრულებულია. მამუკა თურმანიძის განცხადებით მიმდინარეობს ნომრების გადამოწმება. ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები