LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კლუბში დაჭრილი მამაკაცი, სავარაუდოდ, პოლიციელია

41

ბათუმში გვიან ღამით დაჭრილი მამაკაცი, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელია. “რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, კლუბ „სექტორ 26”-ში ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ამ დრომდე საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა იყო თუა არა დაჭრილი მამაკაცი პოლიციის თანამშრომელი, უწყება ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები