LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

168

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობის სარდაფში, კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები