LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მარკეტი გაქურდეს

40

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 16 ნომერში მდებარე სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს დღეს დილით მარკეტის კარები ღია დახვდა. მისი თქმით, მარკეტიდან ფულია წაღებული.

„როცა მოვედი, კარები ღია დამხვდა. მარკეტი გუშინ, ღამით სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩვეულებრივად დავკეტეთ. სავარაუდოდ, გვიან შეიპარნენ, წაღებულია თანხა, მაგრამ ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, რამდენი იყო სალაროში დარჩენილი,“ – ამბობს მარკეტის მეპატრონე.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები