LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მეორე კლასელი მოსწავლის მშობელმა მისი შვილის პარალელურ კლასელს სცემა

97

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის მშობელმა მისი შვილის პარალელურ კლასელზე ფიზიკურად იძალადა. ბავშვები მეორე კლასში სწავლობენ.

„ფორტუნას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ 14 საათზე მოხდა.

სკოლის დირექტორი ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, დაიკითხა ყველა პირი, რომელსაც შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაცია შესაძლოა ჰქონოდა.

დირექტორის თქმითვე, ბავშვი ძალადობის შედეგად არ დაშავებულა.

ზუსტი მიზეზი, რის გამოც ინციდენტი მოხდა, უცნობია, თუმცა აღნიშნულ ინციდენტამდე ბავშვებს შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები