LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა “ნაცმოძრაობამ” უნდა აიღოს – ჩუგოშვილი

28

თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში განვითარებულ მოვლენების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, პარტიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
“პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მე მგონი, ცალსახად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც წახალისებას აკეთებდა, ართულებდა მდგომარეობას ბათუმში და ასხამდა ნავთს ცეცხლზე. მე მგონი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური ძალის უნარი უნდა იყოს. თუ შეუძლიათ რომ წაახალისონ ვანდალიზმი, პატრულის მანქანების დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ისიც უნდა შეეძლოთ, რომ მერე ბოდიში მოიხადონ”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები