LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მომხდარი აფეთქების დროს ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა

40

ბათუმში თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, რომელმაც სხეულის 90- პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, დღეს დილით გარდაიცვალა. 

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, დაშავებული კლინიკა „მედინადან“ გუშინ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

დამწვრობის ცენტრში მკურნალობას განაგრძობს მეორე დაშავებული. მას სხეულის 32 % დამწვარი აქვს.

16 აგვისტოს ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის – გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები