LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად 2 მამაკაცი დაიღუპა

88

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცები გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები