LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მშენებლობაზე 5 ადამიანი დაშავდა

47

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარემ, ერთ-ერთ მშენებლობაზე მესამე სართულზე ბეტონი ჩამოიშალა, რის შედეგადაც  5 ადამიანი დაშავდა.  მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული გამოყვანეს, 3 კი თავისით გამოვიდა.

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ინფორმაციით, 5-ვე მათგანს პირველადი დათვალიერებით მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

“სასწრაფო ადგილზე  გამოძახებისთანავე მივიდა. იქ დაგვხვდა ხუთი დაშავებული, რომლებიც გადავიყვანეთ ბათუმის რეფერალურ საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკასა და „მედინაში“. მათ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ,  თუმცა წინასწარი დათვალიერებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ ,- განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

ჯერ გაურკვეველია, რამ გამოიწვია მშენებარე კორპუსიის ნგრევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები