LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს

56

ბათუმში, ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. როგორც მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, დილით სავაჭრო ობიექტების მინები დაზიანებული დახვდათ. მათივე ინფორმაციით, ოთხივე მაღაზიიდან მხოლოდ თანხა არის წაღებული. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო არასრულწლოვანი დამნაშავეები დადგენილები არიან, რომლებიც შესაბამის პასუხისგებაში მიეცემიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები