LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდა

122

ბათუმში, თბილისის მოედანზე, ავტომობილის გაჩერებისთვის საათობრივი გადასახადი დაწესდა.

ამის შესახებ “ფორტუნას” ბათუმის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

ამ ტერიტორიაზე, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით განისაზღვრა: 1 საათი – 1 ლარი; ყოველი შემდეგი 1 საათი – 1 ლარი.

ცენტრალურ ქუჩებზე, ავტომობილის გაჩერებისთვის საათობირივი გადასახადის დაწესება, თბილისის გენერალური გეგმის რეკომენდაციებშიცაა. თუმცა, დედაქალაქში ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ.