LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში პოლიციის მიერ დაკავებული პირები არ ადასტურებენ ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს

21

საქართველოს სახალხო დამცველი აჭარის პოლიციის მთვარ სამმართველოსთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ეხმიანება და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს,განცხადება ომბუდსმენის ვებ-გვერდზე განთავსდა.

“სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გაცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას,” -ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები