LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა – დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

73

ბათუმში 44 წლის ქალს სატვირთო მატარებელი დაეჯახა. ქალს მძიმე დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები