LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

766

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, განთიადის დასახლებაში, ახალფაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, ქალი ცოცხალია, მომხდარზე კი გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულიხსმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები