LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საცხობიდან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

58

ბათუმში საცხობიდან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი 20 კვ. მეტრი ფართობის ბარაკის ტიპის სახლს გაუჩნდა.

ადგილზე ამ დრომდე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები