ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა.
მეზობლები ამბობენ, რომ თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა. ლიფტში იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ქალს რამდენიმე ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. საავადმყოფოში შეყვანისას, ის კონტაქტური იყო.