LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea იმართება

93

დღეიდან 22 სექტემბერის ჩათვლით, Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea იმართება. სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები მოიყრიან თავს.

უკვე მეოთხე წელია საქართველო საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს მასპინძლობს. პირველად AD Black sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო, აღნიშნულ ფესტივალს გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ტენდენციების შესახებ. წელსაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოში წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ. მათ შორის იქნებიან: John Pallant – Creative Director, Brouhaha, UK; Luna Maurer – Creative Director, MONIKER, Netherlands; Iñaki Martí Mata – Executive Creative Director, Service Plan, Spain; Dan Williams – Creative Director, The Mill’s London studio, UK. და ამერიკული სააგენტოს Sagmeister & Walsh-ის თანადამფუძნებელი, გრაფიკული დიზაინერი, არტ დირექტორი და ილუსტრატორი – Jessica Walsh-ი, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელი და თვალსაჩინო ნამუშევრის ავტორია.

როგორც AD Black sea-ის ორგანიზატორები აცხადებენ, სარეკლამო სფეროში უცხოური გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლავთ.

”სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი წინსვლის აუცილებელი წინაპიორობაა. პარალალურ რეჟიმში ახალგაზრდები შეძლებენ კომუნიკაციის მათთვის საინტერესო ადამიანებთან დამყარებას, სწორედ ამ ფესტივალისთვის Ad Black Sea-ს დამფუძნებლებმა სპეციალურად ჟიურის 15 კაციანი შემადგენლობა მოიწვია. 3 დღის განმავლობაში ფარული კენჭისყრის მეშვეობით ფესტივალის ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილი იქნება 700-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 10 კატეგორიაში გადანაწილდება. ეს კატეგორიებია: ● Film, ● Film & Craft, ● Print & Publishing, ● Out of Home, ● Radio, ● Design & Branding, ● Digital & Mobile, ● Advertising Campaigns, ● Media, Branding Content & Visual Storytelling”, – აცხადებენ AD Black sea-ის ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებს. AD Black Sea 2018-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მონაწილეების წახალისებაა.

3 დღიანი სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2018 გალა დაჯილდოებით დაიხურება და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები