LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად, მუშა დაიღუპა

79

ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავის შეკეთებისას მუშა გადმოვარდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევა ასათიანისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

როგორც „ფორტუნასთან“ შსს-ში განაცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები