LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სამდღიანი სამეწარმეო მარკეტი ჩატარდება

75

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპისაწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით  აჭარაში 18, 19 და 20 აგვისტოს სამდღიანი სამეწარმეო მარკეტი ჩატარდება.

 ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 3 დღის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს.

აღნიშნულისტარტაპ მარკეტიალტერნატიული, მულტიფუნქციური და მოძრავი სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. მსგავსი ღონისძიებების   მიზანია ხელი  შეუწყოს  ხარისხიანი ქართული პროდუქციის  წარმოებას.

გამოფენაგაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე მონაწილე.   მათ შორის, სახელმწიფო პროგრამისაწარმოე საქართველოშიბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოსაწარმოე საქართველოშისაინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

ღონისძიება 3 დღის განმავლობაში 18:00 სთდან 00:00 სთმდე გაგრძელდება. სააგენტოსთან  „აწარმოე საქართველოშიერთად, ზემოთხსენებული სამეწარმეო მარკეტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები