LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

76

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბათუმში, 25 ივნისს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება სამეწარმეო მარკეტი, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა, რათა შეძლონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია და რელიზაცია.

„სამეწარმეო მარკეტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ ელ-ფოსტაზე: [email protected] გადმოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმცია:

  • სტარტაპის დასახელება;
  • ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხართ დარეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში ( ამხანაგობა, ინდ.მეწარმე, მიკრო მეწარმე, შპს და ა.შ) და რა კოდი გაქვთ მინიჭებული;
  • თქვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ფოტომასალა;
  • კომპანიის ლოგო (თუ სტარტაპს ლოგო არ გააჩნია გთხოვთ მიუთითოთ ელ-ფოსტაში).

გადარჩევის შედეგად, აირჩევა 40 მეწარმე, რომელსაც სააგენტოს წარმომადგენლები დაუკავშირდებიან”, – ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები