LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა

75

სასულიერო პირებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

პანაშვიდი მამა ანდრია თურმანიძემ და დეკანოზმა არჩილ ჩხარტიშვილმა გადაიხადეს. სასტუმრო „ლეოგრანდთან“ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. ამ დროისთვის საავადმყოფოში მოთავსებულია რვა პაციენტი.

დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის მოქალაქეა და ერთი ისრაელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები