LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდთან” მოსახლეობას ყვავილები მიაქვს

41

ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდთან”, სადაც ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მოსახლეობას ყვავილები მიაქვს. რიგითი მოქალაქეები ამ ფორმით გამოხატავენ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ ცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები