LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში შენობიდან მამაკაცი გადავარდა

47

ბათუმში, თამარის დასახლებაში შუახნის კაცი მეოთხე სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მედიკოსებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ კახი ფანჯრის გაღების დროს გადავარდა. დამატებითი ინფორმაცია უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც შსს-მ “ფორტუნას” განუცხადა, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები