LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სილამაზის სალონის და ტანსაცმლის მაღაზიების ქურდობის ფაქტებზე არასრულწლოვნები დააკავეს

98

ბათუმში პოლიციამ სილამაზის სალონის და ტანსაცმლის მაღაზიების ქურდობის ფაქტებზე არასრულწლოვნები დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით  პასუხისგებაში დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი  მისცეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა, მიმდინარე წლის 23 ივლისს, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს, ასევე, იქვე მდებარე სამკერვალოს გაქურდვა სცადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნაქურდალი თანხა ჯამში 11 650 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი სამართალდამცველებმა ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები