LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში SUBWAY იხსნება: 500 ათასი ლარის ინვესტიცია რეგიონში

642

ბათუმში,12 ივნისს,  ბათუმი მოლის შენობაში, მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის “საბვეი”-ს (SUBWAY) რესტორანი გაიხსნება.

სპეციალურად გახსნისთვის რესტორანში 2 მეტრი სიგრძის გიგანტური სენდვიჩი მომზადდება.

ბათუმში საბვეის რესტორნის გახსნისათვის ფრენჩაიზის ლიცენზიის მფლობელმა ადგილობრივმა ინვესტორმა ჯამში 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 20-მდე ადამიანის, ძირითადად კი სტუდენტების დასაქმება მოხდება.

აჭარის რეგიონში უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 2 “საბვეი”-ს რესტორნის გახსნა და შესაბამისად 40-ამდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

რესტორნის გახსნის ცერემონიალი 19:00 საათზე გაიმართება, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი, ქალაქ ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვა საპატიო სტუმრები.

რესტორნის გახსნაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ “საბვეის” წარმომადგენლები საქართველოში: გივი ორდენიძე და გიორგი ჯინჭველაშვილი.

“საბვეის” რესტორანი მომხმარებლებს ახლად მომზადებულ, უგემრიელეს სედნივჩებს, სალათებს და ორცხობილებს შესთავაზებს. “საბვეი”-ს სენდვიჩები ყოველდღიურად, ადგილზე გამომცხვარი პურის რამდენიმე სახეობით, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით და ახლად დაჭრილი ბოსტნეულის გამოიყენებით მზადდება. სენდვიჩების და სალათების მომზადება უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ და მისი გემოვნებით ხდება. რესტორანში წარმოდგენილია ყავისა და გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი.

“საბვეის” ბრენდი, აშშ-ში 1965 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს. დღეისათვის “საბვეი” ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 113 ქვეყანაში, 45000-მდე რესტორანს ითვლის. საქართველოში ამჟამად 5 საბვეის რესტორანი ფუნქციონირებს და ხუთივე თბილისშია წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები