LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავეს

43

ბათუმში თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს.

შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს, 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი. ბათუმში დააკავეს.

„ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ათილლა ა. ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 ა.62 მუხლით, მეჰმეთ ალი ი.-ს კი ბრალი ედება თაღლითობაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 157/1 და158/1 მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები