LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში უპატრონო ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლებს დადგამენ

95

ბათუმში უპატრონო ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლებს ,ე.წ. „პეტ ჰაუსებს” დადგამენ. აღნიშნული ინიციატივით ორგანიზაცია „თათი“  გამოდის. საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ახლახან დარეგისტრირდა ორგანიზაციად, უკვე მიმართა ბათუმის მერიას თხოვნით, დაეხმარონ პროექტის განხორციელებაში და მისცენ განსაზღვრულ ადგილებში 15 „პეტ ჰაუსის“ განთავსების უფლება.  ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრების განმარტებით, 15 სახლის ასაშენებლად მათ უკვე მოიპოვეს თანხა გაეროს ანსამბლეის კონკურსში.ჩაფიქრბულია სტანდარტული, მცირე ზომის, ფერადი სახლების აშენება ძაღლებისათვის. ორგანიზაცია, მოხალისეებთან ერთად, გეგმავს, მათ კვებასა და ჯანმრთელობაზეც იზრუნოს.

იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის მერია პროექტისთვის ბათუმში ადგილებს გამოყოფს, სახლები ადგილზევე დამაგრდება, რათა ვინმემ არ მოიპაროს.

ორგანიზაცია „თათის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქში 3500-ზე მეტი უპატრონო ძაღლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები