LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

293

ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად გაეცნო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლითონის კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად უკვე აშენებული შენობის კარკასის კედლების ამოყვანა ხორციელდება. მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.

ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს “სტადიონი” ახორციელებს. ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

დახურულ სპორტული კომპლექსში – ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა – 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.

ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი – ჰოკეი – ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები