LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ამერიკული რესტორნების მენიუს მიიღებთ

168

„ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით.

როგორც ”ფორტუნას” „ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, უგემრიელესი ბურგერებისა და გამაგრილებელი სასმელების შეკვეთა ზღვის სანაპიროზევეა შესაძლებელი, სადაც Menu.ge-ს კურიერები ოპერატოულად მოგართმევენ სასურველ კერძებს და სასმელებს სრულიად უფასოდ.

კომპანიის ცნობითვე, ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ Menu.ge-ს პარტნიორი რამდენიმე თვეა გახდა და რესტორნების უგემრიელესი მენიუს შეკვეთა ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად. მენიუს შეკვეთა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.menu.ge, ან აპლიკაციის menu.ge მეშვეობით. მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე გორსა და ბათუმში.

შეკვეთის მიწოდების მაქსიმალური დრო შეადგენს 30 წუთს. შეკვეთის ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ონლაინ VISA დაMASTERCARD-ით გადახდით:

“ვენდის” ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა” 2013 წელს დაიწყო, ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” კი „ვისოლ ჯგუფმა“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები